ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი მაქვს, რომ პრეზიდენტი ვეტოს დაადებს კოდექსში ცვლილებებს – ხვიჩია

საპარლამენტო პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ აქვს „ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი“, რომ ის ვეტოს დაადებს ორ სადავო კანონს, რომელსაც ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები მწვავედ აკრიტიკებენ.

„მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ჩემი საუბარი ყველაფერი გაიგო“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ 6 მაისს „პალიტრანიუსის“ ეთერში და დასძინა, რომ პრეზიდენტი „თვითონ ხდის ამ თემას ძალიან მნიშვნელოვანს“. ის წინა დღით შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

„მე მაქვს ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი, რომ ამ კანონს ვეტო დაედება. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიაზროს, რომ რაღაცები ფიზიკურად არ მოსულა“, – განაცხადა მან.

პარლამენტმა 29 აპრილს მესამე, საბოლოო მოსმენითაც მიიღო ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რითაც:

არასამთავრობოები, აქტივისტები და ოპოზიციური პარტიები ცვლილებებს დაუსაბუთებლად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ კოდექსი „კიდევ უფრო რეპრესიული ხდება“.

მეორე და მესამე მოსმენა ერთ დღეს, 29 აპრილს გაიმართა და პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები.

როგორია ამჟამად კანონი?

წვრილმან ხულიგნობას ასკ-ის 166-ე მუხლი ითვალისწინებს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის დაუმორჩილებლობას და შეურაცხყოფას — 173-ე მუხლი, ადმინისტრაციული დაკავების ვადებს კი 247-ე მუხლი განსაზღვრავს.

ამჟამად სანქციები ასეთია:

რა გამკაცრდა?

კანონპროექტების პირველი ვერსიებით, რაც პირველი მოსმენით 28 აპრილს მიიღო პარლამენტმა, ეს სანქციები ასე მკაცრდებოდა:

რა შეიცვალა საბოლოოდ?

მეორე მოსმენაზე კანონპროექტის ავტორმა, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ კრიტიკის შემდეგ გარკვეული ცვლილებები შეიტანეს. საბოლოოდ:

შესაბამისად, მიუხედავად მეორე მოსმენაზე გარკვეული ცვლილებებისა, საბოლოო ვერსია მაინც იმაზე მეტად შემზღუდავია, ვიდრე კანონის ამჟამად მოქმედი რედაქცია.

აქტივისტები, ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობოები მწვავედ აკრიტიკებენ „ქართული ოცნების“ ინიცირებულ ცვლილებებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და მიიჩნევენ, რომ კოდექსი „კიდევ უფრო რეპრესიული ხდება“.

ვრცლად:

რატომ მკაცრდება სანქცია წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობაზე