28 180 ტესტით კორონავირუსით 1 806 შემთხვევა გამოვლინდა – 6 მაისი

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 28 180 ტესტი ჩატარდა, საიდანაც 14 324 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით, 13 856 კი PCR მეთოდოლოგიით ჩატარდა. ჩატარებული ტესტირების შედეგად ქვეყანაში კორონავირუსის 1 806 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადებითობის მაჩვენებელმა 6.41% შეადგინა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 4 227 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 806 ახალი შემთხვევიდან:

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 790, საიდანაც 4 287 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის:

ამ ეტაპზე მძიმეა 867 პაციენტის მდგომაროება, მათ შორის, თბილისში – 446, აჭარაში – 89, იმერეთში -105. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 183 პირი, მათგან თბილისში – 122, აჭარაში – 11, იმერეთში – 11.

759 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 408 – თბილისში, 326 – აჭარაში. 10 744 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.