ახალი ამბები

ნამოხვანში გაუჩინარებული კაცის ძებნის ფარგლებში გუმათჰესის და რიონიჰესის საგუბრები დაიცლება

6 მაისი, 2021 • 1132
ნამოხვანში გაუჩინარებული კაცის ძებნის ფარგლებში გუმათჰესის და რიონიჰესის საგუბრები დაიცლება

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თქმით, სოფელ ნამოხვანში გაუჩინარებული კაცის სამძებრო ღონისძიებების ფარგლებში გუმათჰესისა და რიონჰესის საგუბრებს წყლისგან დაცლიან.

10 აპრილს სოფელ ნამოხვანში, დემონსტრანტების ბანაკის სიახლოვეს, მდინარე რიონში ახალგაზრდა კაცი გაუჩინარდა, რომელსაც დღემდე ეძებენ.

„მდინარე რიონზე სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ოპერაციის ფარგლებში, 7 მაისის 08:00 საათიდან 9 მაისის 18:00 საათამდე, იგეგმება გუმათჰესების კასკადისა და რიონჰესის სათავე-ნაგებობის საგუბრების წყლისგან დაცლა. ტერიტორიაზე იმუშავებენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები“, — ამბობს უწყება.

საგანგებო სიტუაციების სამსახური მოუწოდებს ადგილობრივ მოსახლეობას, სიფრთხილე გამოიჩნონ – „აღნიშნული სამუშაობის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას ადგილზეც მოეწოდება“.

მასალების გადაბეჭდვის წესი