დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით [13:10 საათი] “სინოფარმის” წარმოების ვაქცინით აცრილია 793 ადამიანი. ინფორმაცია ნეტგაზეთს უწყებაში მიაწოდეს.
“სინოფარმის” ვაქცინაზე რეგისტრირებულთა ვაქცინაცია გუშინ, 4 მაისს დაიწყო. გუშინვე აიცრა NCDC-ს ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძეც. ამავე უწყების ცნობით, 5 მაისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 47 949 აცრა. სრულად [ორი დოზით] ვაქცინირებულია 7009 ადამიანი.
ამ დროისთვის სინოფარმის ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის გასავლელად მხოლოდ ორკვირიანი პერიოდია გახსნილი. ვაქცინის რეგისტრაციის პროტალზე სინოფარმით ასაცრელად ადგილები სრულად დაჯავაშნილია თბილისსა და ბათუმში.