ახალი ამბები

შსს-მ გარეჯის ინციდენტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

4 მაისი, 2021 •
შსს-მ გარეჯის ინციდენტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, 4 მაისს, დავითგარეჯაში “მთავარი არხის” ჟურნალისტებსა და ივერი მელაშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო.

აღნიშნული მუხლი ძალადობას გულისხმობს. უწყებაში მომხდარის შესახებ დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ. გამოძიება ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით. სწორედ აღნიშნული დანაშაულის ნიშნებს ხედავს მომხდარში “კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის” და შსს-ს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის აღკვეთისკენ მოუწოდებს.

 

“მთავარი არხი” გარჯში მათ ჟურნალისტებსა და ივერი მელაშვილზე თავდასხმის ამსახველ კადრებს ავრცელებს.

ვრცლად წაიკითხეთ: https://netgazeti.ge/news/539824/

Posted by Netgazeti on Tuesday, 4 May 2021

დღეს, 4 მაისს დავითგარეჯაში გადაღებაზე მყოფ ივერი მელაშვილს და “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. ტელეკომპანიის განცხადებით, ჟურნალისტებს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და დაუზიანეს ტექნიკა. მთავარი არხის ჟურნალისტის, ნინუცა კეკელიას თქმით, მათ თავს სასულიერო პირები დაესხნენ.

ჟურნალისტის თქმით, გარეჯში თავს სასულიერო პირები დაესხნენ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი