ლარი დოლართან 1 თეთრით, ევროსთან კი 5 თეთრით გამყარდა

დღევანდელი სავალუტო ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა. ლარი დოლართან 1.05 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.43 ლარი გახდა. ლარი თითქმის 5 თეთრით [4.99 თეთრით] გამყარდა ევროსთან, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური კურსი 4.13 ლარია. დღეს დადგენილი კურსი ხვალ, 5 მაისის, ოფიციალური გაცვლითი კურსია.