ამირან გამყრელიძე „სინოფარმით“ აიცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე 4 მაისს, დილის საათებში, ჩინეთში წარმოებული ვაქცინა „სინოფარმით“ აიცრა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე ,,სინოფარმის” ვაქცინით აიცრა 04.05.2021

„აცრების და იმუნიზაციის გარეშე ეს პანდემია ვერ დასრულდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ მოგვიანებით ჟურნალისტებთან საუბრისას.

4 მაისსვე საქართველო ამ ვაქცინით იწყებს მოქალაქეების კოვიდ 19 -ზე ვაქცინაციას, იმის მიუხედავად, რომ ვაქცინას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ავტორიზაცია ჯერ არ მიუღია.

საქართველომ ჩინეთისგან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა „სინოფარმის“ 100 000 დოზა აპრილის დასაწყისში შეიძინა.

ვაქცინაციამდე მთავრობას მოლოდინი ჰქონდა, რომWHO-ს პოზიტიურ დასკვნას გამოაქვეყნებდა, რაც ჯერჯერობით არ გამართლდა, თუმცა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 29 აპრილს ცვლილება შეიტანა ბრძანებაში, რომელიც ,,COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცებას“ შეეხება.

ცვლილების შედეგად საქართველოში ნებადართულ ფაიზერის და ასტრაზენეკას ვაქცინებს დაემატა “ COVID – 19 – ის საწინააღმდეგო ვაქცინა (Vero Cell), ინაქტივირებული”, რაც იგივე სინოფარმის ვაქცინაა.

მოქალაქეების რეგისტრაცია სინოფარმით ვაქცინაზიაზე საქართველოში 27 აპრილს დაიწყო.

„სინოფარმთან“ დაკავშირებით ჯანმო გადაწყვეტილებას ამ კვირის ბოლომდე გამოაქვეყნებს.

3 მაისს გამოქვეყნდა WHO-ს ექსპერტების რეკომენდაცია ვაქცინასთან დაკავშირებით. Sinopharm/BBIBP -ის დოკუმენტაცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში 29 აპრილს დახურულ შეხვედრაზე განიხილეს, ექსპერტების შეფასება კი ახლა გახდა ცნობილი.

რა წერია ექპერტების რეკომენდაციებში – მოკლედ

ამ დოკუმენტის მიხედვით, სხვადასხვა ქვეყნაში მესამე ფაზის კლინიკური კვლევის მონაცემებით Sinopharm/BBIBP-ის ეფექტიანობა 78.1 %-ია 18-59 ასაკობრივ ჯგუფში.

ექსპერტთა ჯგუფი:

თუმცა უფრო მეტი დეტალი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ჯანმო დასკვნას გამოაქვეყნებს ვაქცინაზე – დადებითს ან უარყოფითს.

ასევე ნახეთ: ყველაფერი, რაც ამ დრომდე ვიცით „სინოფარმის“ ვაქცინაზე