მდინარე რიონში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

მდინარე რიონში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. როგორც ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ჯერჯერობით უცნობია კაცის ვინაობა.

შესაბამისად, უცნობია, არის თუ არა ეს იმ კაცის ცხედარი, რომელიც 10 აპრილს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში, ადიდებულ რიონში გადახტა.