გამოვლინდა COVID-19-ის 1 551 შემთხვევა, დადებითობის მაჩვენებელი 5.26 პროცენტია

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 487 ტესტი, რის შედეგადაც გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 1 551 ახალი შემთხვევა. შესაბამისად, დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 5.26% შეადგინა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფაგლებში ჩატარებული 29 487 კვლევიდან,11 878 კვლევა ანტიგენის ტესტით, 17 609 კი PCR მეთოდოლოგიით ჩატარდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 4 077 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 აპრილის მდგომარეობით:

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 551 ახალი შემთხვევიდან:

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 482, საიდანაც 3 780 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 101, აჭარაში – 435, იმერეთში – 415.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 732 პირი, მათ შორის:

707 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 373 – თბილისში, 306 – აჭარაში. 9 995 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.