EU-მ ასტრაზენეკას წინააღმდეგ საქმისწარმოება დაიწყო

ევროკომისია ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოსთან ერთად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მწარმოებელი ფარმაცევტული კომპანია “ასტრაზენეკას” წინააღმდეგ საქმისწარმოებას იწყებს.

მიზეზი, ევროპული მხარის განცხადებით, ასტრაზენეკას მიერ ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულების დარღვევაა, რადგან კომპანიამ ევროპას დაგეგმილ მოცულობაზე ნაკლები ვაქცინა მიაწოდა.

ევროკავშირის ჯანდაცვის კომისრის, სტელა კირიაკიდესის განცხადებით, ევროპის პირორიტეტი გახლავთ, დარწმუნდნენ, რომ ვაქცინების მიწოდება ხდება, რათა ევროპის ჯანმრთელობა დაცული იყოს.

“ეს არის მიზეზი, თუ რატომ გადაწყვიტა ევროკომისიამ ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოსთან ერთად სასამართლო სარჩელის მომზადება ასტრაზენეკას წინააღმდეგ. ვაქცინის ყველა დოზა მნიშვნელოვანია. ვაქცინის ყველა დოზას შეუძლია გადაარჩინოს სიცოცხლე”, – დაწერა მან ტვიტერზე, რომლითაც ასტრაზენეკას წინააღმდეგ საქმისწარმოების დაწყების შესახებ განაცხადა.

Our priority is to ensure #COVID19 vaccine deliveries take place to protect the health of ??.

This is why @EU_Commission has decided jointly with all Member States to bring legal proceedings against #AstraZeneca.

Every vaccine dose counts. Every vaccine dose saves lives.

— Stella Kyriakides (@SKyriakidesEU) April 26, 2021

კომპანიის განცხადების თანახმად, ისინი საკუთარ თავს სასამართლოში “მტკიცედ დაიცავენ”.

“ასტრაზენეკამ სრულად შეასრულა ევროკომისიასთან დადებული წინასწარი შესყიდვის შეთანხმება და იგი [ასტრაზენეკა] მტკიცედ დაიცავს საკუთარ თავს სასამართლოზე. ჩვენ გვჯერა, რომ ნებისმიერი დავა არის დაუმსახურებელი და მივესალმებით ამ შესაძლებლობას, რომ დაპირისპირება გადავჭრათ, როგორც ეს შესაძლებელია”, – ნათქვამია ასტრაზენეკას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომპანიის მიხედვით, მათ ევროკომისიას გადასცეს ვაქცინის 50 მილიონი დოზა. ასტრაზენეკა ასევე ხაზს უსვამს იმას, რომ სწორედ მათ მიერ წარმოებული ვაქცინა არის ძირითადი საშუალება განვითარებად ქვეყნში იმუნიზაციისთვის.

მარტში ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა გამოთქვა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ასტრაზენეკამ ვერ მოახერხა წინასწარ შეთანხმებული მოცულობის მიწოდება.

ევროკავშირის ქვეყნების განცხადებით, იმის გამო, რომ კონტინენტზე იყო ვაქცინის დეფიციტი, ევროპაში წარმოებული ვაქცინების ექსპორტი აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღეს.