ამ დროისთვის საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 81 პროცენტამდეა გაზრდილი. ეს მონაცემი ეყრდნობა სიეტლის ვაშინგტონის უნივერსიტეტის (UW) ჯანმრთელობის გაზომვისა და შეფასების ინსტიტუტის (IHME) მოდელირებას, რომელიც ვირუსის გავრცელების შესაძლო პროექციებს იკვლევს.
უახლესი “დაკვირვების” შედეგად მიღებული მონაცემი, რომელიც ჯანმრთელობის გაზომვისა და შეფასების ინსტიტუტის მოდელირებაშია ნაჩვენები, 2021 წლის 15 აპრილით თარიღდება. ამ დღეს, მოდელირების მიხედვით, ქვეყანაში ნიღაბს მოსახლეობის 81 პროცენტი ატარებდა.
IHME-ს მოდელირება, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ნიღბების ტარების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამჟამად ფიქსირდება
შედარებისთვის, მოდელირების მიხედვით, ქვეყანაში 2021 წლის თებერვლის შუა რიცხვებში ნიღაბს მოსახლეობის მხოლოდ 45 % ატარებდა.
აღნიშნული მოდელირების მიხედვით, მსოფლიოში ნიღბების ტარების საშუალო მონაცემი, ამჟამად 64 პროცენტია.
ჯანმრთელობის გაზომვისა და შეფასების ინსტიტუტის მოდელირების მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ ნიღბების ტარება საქართველოში 95 პროცენტს მიაღწევდა, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი, ვირუსის მსგავსი გავრცელების პირობებში, ივლისის ბოლოსთვის დღეში 0.48-დან 2.24 გარდაცვლილამდე იქნებოდა.
ჯანმრთელობის გაზომვისა და შეფასების ინსტიტუტის ახალი კორონავირუსის პროექცია არის საჯარო წვდომის მოდელირება, რომლის ნახვაც ინსტიტუტის ვებ-გვერდზე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. პროექტი მსოფლიოს მასშტაბით აჩვენებს ვირუსის გავრცელების, გარდაცვალებათა, ინფიცირებულთა და შესაძლო ინფიცირებულთა მოსალოდნელ მაჩვენებლებს.
წარსულში მოდელირება ითვლიდა მოვლენათა განვითარებას სამი სხვადასხვა სცენარის პირობებში. მათ შორის:
ამჟამად კი არსებობს ისევ სამი სცენარი, თუმცა შეზღუდვების გამარტივების დაშვება შეიცვალა მოვლენათა “ყველაზე ცუდი” განვითარების სცენარით, ასევე შეიცვალა ამჟამინდელი პროექციისა და ნიღბების საყოველთაო გამოყენების სცენარების მნიშვნელობა.
დღეს მოდელირება ითვლის შემდეგ სცენარებს: