საქართველოში მინისტრები და დეპუტატები აიცრებიან

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, მსოფლიო იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში (24-30 აპრილი) მთავრობის წევრები და პარლამენტის დეპუტატები აიცრებიან.

ამის შესახებ ინფორმაცია დღეს მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

რაც შეეხება ვაქცინას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ „ნებისმიერი სამიზნე ჯგუფისთვის ვაქცინაცია მოხდება იმ ვაქცინით, რაც მათი ასაკობრივი ჯგუფებისთვის არის რეკომენდირებული“. მისივე განმარტებით, 55 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის ეს „ასტრაზენეკას“ წარმოების ვაქცინა იქნება, ხოლო სხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის –  „სინოფარმი“.