გამარჯვებას ვუძღვნი ძმებ წულუკიძეებსა და ნიკა მელიას – დათუნაშვილი

მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ამბობს, რომ ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებას დაკავებულ ძმებ წულუკიძეებსა და ნიკა მელიას უძღვნის.

ზურაბ დათუნაშვილმა, რომელიც სერბეთის სახელით ასპარეზობს, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატის გამარჯვება გუშინ მოიპოვა.

„მინდა ეს გამარჯვება პირველ რიგში მივუძღვნა მუსლიმ ძმებს – წულუკიძეებს ვგულისხმობ და მის სამეგობროს, რომლებიც დღეს უკანონოდ არიან დაკავებულები, მათ მოუწყევს პროვოკაცია და ბიჭები, რომლებიც წესიერების მაგალითი უნდა იყოს მთელი საქართველოსთვის, დღეს უკანონოდ სხედან ციხეში.

და ასევე, ჩემი გამარჯვება ეძღვნება ნიკა მელიას, რომელიც დღეს საქართველოში არის თავისუფლების იდეის მატარებელი და ზუსტად ამისთვის ზის გლდანის საპყრობილეში. მინდა ამ გამარჯვებით ამ ხალხს მძიმე წუთები შევუმსუბუქო,“ – განაცხადა დათუნაშვილმა. მის ვიდეომიმართვას ტელეკომპანია „მთავარი“ ავრცელებს.

ძმები წულუკიძეები 15 აპრილს დააკავეს, რიონის ხეობის დაცვისთვის გამართულ აქციაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ბრალდებულმა და ამჟამად პატიმრობაში მყოფმა მისმა  6-მა თანამზრახველმა 2021 წლის 12 აპრილს, ქალაქ ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში, ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ყოფნისას, ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. ასევე, დააზიანეს ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მოჭიდავე წულუკიძეებს და მათთან მყოფ რამდენიმე ბრალდებულს  წინასწარი პატიმრობა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 17 აპრილს შეუფარდა. ისინი ბათუმში 15 აპრილს დააკავე.

წაიკითხეთ ასევე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/341625/