მხარს ვუჭერ ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტს – ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი

ფინელი პოლიტიკოსი, ევროპული პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი, „მწვანეების“ წევრი ჰაიდი ჰაუტალა მხარდაჭერას უცხადებს ნამახვანი ჰესის წინააღმდეგ პროტესტს.

„მხარს ვუჭერ საქართველოს მწვანეებს და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დასავლეთ საქართველოში ნამახვანი ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ“, – დაწერა პოლიტიკოსმა ტვიტერზე 22 აპრილს, დედამიწის დღესთან დაკავშირებით.

I support the Georgian Greens and the local NGOs protesting against #Namakhvani hydropower plant in Western Georgia. @europeangreens #EarthDay2021 https://t.co/pfqw1ENwP9

— Heidi Hautala (@HeidiHautala) April 22, 2021

„ნამახვანი ჰესის“ პროექტი ორი, 333 და 100 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობას გულისხმობს მდინარე რიონზე. მისი ღირებულება 800 მილიონ აშშ დოლარზე მეტია [თუმცა ქვეყანაში აქედან 527 მლნ იხარჯება] და აშენებს კომპანია „ენკა რინიუებლზ“ [მისი წილების 90%-ზე მეტს თურქული კომპანია „ენკა“ (Enka Insaat ve Sanayi) ფლობს, 10%-ს კი ნორვეგიული „ქლინ ენერჯი ჯგუფი“].

რიონის ხეობის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობა უკვე 5 თვეზე მეტია, თანდათანობით მომატებულ მხარდამჭერებთან ერთად, ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პერმანენტულ აქციებს მართავს და კარვებში რჩება.

ვრცლად:

„საშიში პრეცედენტი“ – ბლოკპოსტი და ბარიკადები რიონის ხეობაში