სოციალური საწარმოები 25 აპრილს თბილისში სააღდგომო ბაზრობას გამართავენ

თბილისში, ორბელიანის მოედანზე, 25 აპრილს სოციალურ საწარმოთა ალიანსი სააღდგომო ბაზრობას გამართავს. ბაზრობა 12:00 საათზე დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება.

“სოციალური მეწარმეობა შედარებით ახალი კონცეფციაა, რომელიც ბიზნესის „ახლებური გზით“ კეთებას გულისხმობს. ჩვეულებრივი ბიზნესისგან სოციალურ საწარმოს სწორედ მისი სოციალური ბუნება განასხვავებს – ის იქმნება კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად და მოგებაც სწორედ ამ პრობლემის გადაჭრისკენ მიემართება.

სააღდგომო ბაზრობის მთავარ მიზანს სწორედ სოციალური საწარმოების ეკონომიკური გაძლიერება წარმოადგენს პანდემიით გამოწვეული კრიზისის პირობებში“, — ამბობენ ბაზრობის ორგანიზატორები.

სააღდგომო ბაზრობაზე 17 სოციალური საწარმო მიიღებს მონაწილეობას, რომელიც სხვადასხვა ნაკეთობას გაყიდის. ბაზრობის მასპინძლები არიან: