ნიკოლოზ ანთიძემ თანამდებობა დატოვა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ თანამდებობა დატოვა.

როგორც “ნეტგაზეთს” კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში განუცხადეს, ანთიძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. უწყების ცნობით, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ნიკოლოზ ანთიძის განცხადება დააკმაყოფილა.

ნიკოლოზ ანთიძე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორის პოსტს 2014 წლიდან იკავებდა.