21 აპრილი: კორონავირუსის 1310 შემთხვევა გამოვლინდა, 12 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 1310 შემთხვევა გამოვლინდა და 12 ადამიანი გარდაიცვალა. ახალი შეთხვევები 30241 კვლევის საფუძველზე გამოვლინდა, მათგან 17 446 ანტიგენის და 12 795 -PCR ტესტი იყო.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.33%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.38%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.16%. ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 299 038-მდე გაიზარდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი ვირუსს, ჯამში, 3 971 ადამიანი ემსხვერპლა.

გამოვლენილი ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 12 172-ია, საიდანაც 3 363 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.