ზესტაფონში მატარებლის შეჯახების შედეგად მოზარდი გარდაიცვალა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში არასრუწლოვანს მატარებელი დაეჯახა, მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.