შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ადგილობრივებმა ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მკვლელობა დასახლებული ადგილიდან მოშორებით, ტყეში მოხდა. გარდაცვლილს ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.