გახარიას თანაგუნდელი დეპუტატები მიშელის დოკუმენტს ხელს მოაწერენ

ექპსრემიერ გიორგი გახარიას გუნდის წევრები, რომლებმაც “ქართული ოცნება” დატოვეს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელს მოაწერენ.

ამის შესახებ დღეს, 20 აპრილს გახარიას თანაგუნდელმა დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა.

” ეს არ არის იდეალური შეთანხმება ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის არსებული კრიზისის განმხუტვის და დაძაბულობის შემცირების შესაძლებლობა”, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

“სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა ჩიხში შეიყვანეს. აქედან უდანაკარგო გამოსავალი უბრალოდ აღარ არსებობს. სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმის ხელმძღვანელობაში ბრალდებული ადამიანის მიმართ კანონის არათანმიმდევრული და არაკომპეტენტური აღსრულებით და პარტიაში შევარდნის გზით, ეს საქმე აქციეს პოლიტიკური შეთანხმების ნაწილად, რითაც შექმნეს ძალადობის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების მეტად სახიფათო პრეცედენტი. პოლიტიკოსების ამ უპასუხისმგებლობამ ჩვენი პარტნიორები იძულებული გახადა, პირდაპირ ქვეყნის შიდაპოლიტიკურ პროცესებში ჩართულიყვნენ”.

პარლამენტში გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა ‘ქართული ოცნება” გასულ კვირას დატოვეს და საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობას დამოუკიდებლად აგრძელებენ.

“ქართული ოცნება” დატოვეს შემდეგმა დეპუტატებმა: