“დილის 9 საათიდან გიწვევთ შეთანხმებაზე ხელმოსაწერად” — კარლ ჰარცელი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი მოუწოდებს პარლამენტის არჩეულ ყველა დეპუტატს, დღეს, დილის 9 საათიდან მივიდნენ ევროკავშირის ოფისში და ხელი მოაწერონ პოლიტიკური შეთანხმების დოკუმენტს, რომელზეც ხელმოწერის ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გუშინ, 19 აპრილს გაიმართა. “საქართველოს პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს: სამშაბათს, დილის 9 საათიდან გიწვევთ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შეთანხმებაზე ხელმოსაწერად”, — წერს ჰარცელი ტვიტერზე. To all elected Members … ვრცლად “დილის 9 საათიდან გიწვევთ შეთანხმებაზე ხელმოსაწერად” — კარლ ჰარცელი