ისრაელში ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარაა

ისრაელში ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარაა, თუმცა პირბადის ტარება დახურულ სივრცეებში ისევ  სავალდებულოა.

ამასთან, ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ყველა სკოლა გაიხსნება.

ისრაელის მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილებები ქვეყანაში მასობრივმა ვაქცინაციამ განაპირობა. Reuters-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის ისრაელის მოსახლეობის თითქმის 54% “ფაიზერის” ორი დოზით უკვე აცრილია.