ახალი ამბები

გულდასაწყვეტია ვაშინგტონში გამართული გულწრფელი საუბრების არასწორად დახასიათება — სახდეპი

17 აპრილი, 2021 • 1139
გულდასაწყვეტია ვაშინგტონში გამართული გულწრფელი საუბრების არასწორად დახასიათება — სახდეპი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიურო განცხადებას ავრცელებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით.

17 აპრილს “ტვიტერზე” გამოქვეყნებულ მოკლე განცხადებაში ნათქვამია:

“ქართველი ხალხი იმსახურებს კომპრომისს როგორც მთავრობისგან, ისე ოპოზიციისგან. ეს არის ქვეყნის წინსვლის ერთადერთი გზა. ვაშინგტონში ჩვენი გულწრფელი საუბრების არასწორად დახასიათება გულდასაწყვეტია”.

დეპარტამენტი არ აკონკრეტებს, კონკრეტულად ვის უკავშირდება განცხადების ბოლო ნაწილი და ვინ არის შემჩნეული ვაშინგტონში გამართული საუბრების “არასწორ დახასიათებაში”.

განცხადებას წინ უძღოდა ქართული დელეგაციის ვიზიტი ვაშინგტონში. დელეგაციაში შედიოდნენ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარტიის საერთაშორისო მდივანი კახა კუჭავა და პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი.

დელეგაცია თეთრი სახლისა და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს, ასევე, სენატორებსა და კონგრესმენებს შეხვდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი