ახალი ამბები

ბაიდენმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

16 აპრილი, 2021 • 667
ბაიდენმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა. შესაბამის გადაწყვეტილებას ვაშინგტონის დროით 15 აპრილს მოაწერა ხელი.

ახალი სანქციების დაწესების ძირითად მიზეზად პრეზიდენტმა რუსეთის მიერ ამერიკის 2020 წლის არჩევნებში ჩარევა და კომპანია “სოლარვინდსზე” კიბერ-თავდასხმა დაასახელა.

დაწესებული სანქციები გულისხმობს:

  • 10 რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევებას;
  • 6 რუსული კიბერ-უსაფრთხოების კომპანიის შეზღუდვას, რომლებიც ბაიდენის ადმინისტრაციის მიხედვით, ჩართულნი იყვნენ სოლარვინდსზე თავდასხმაში;
  • 32 ინდივიდისა და ორგანიზაციის შეზღუდვას, რომლებიც ცდილობდნენ ჩარეულიყვნენ 2020 წლის არჩევნებში;
  • ამერიკული ფინანსური ინსტიტიტების მხრიდან რუსული რუბლით დომინირებული ბონების პირველადი ბაზრებიდან შეძენის შეზღუდვა, რაც დააზარალებს რუსეთის შესაძლებლობას გამოიყენოს სახელმწიფო ვალი.

ოფიციალურ განცხადებაში ბაიდენმა ახსენა, რომ ამერიკის მხირდან ეს არის მოზომილი ხასიათის მოქმედებები და იმედს იტოვებს, რომ ვლადიმერ პუტინი, რომელიც მოსალოდნელი სანქციების შესახებ ერთი კვირით ადრე გააფრთხილა, მოახერხებს და ჩაერთვება რუსულ-ამერიკული ურთიერთობების სტაბილიზაციის პროცესში.

ბაიდენმა ასევე გააფრთხილა პუტინი რუსეთის სამხედრო მოქმედებების შესახებ, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან მიმდინარეობს.

“მე ვიყავი ძალიან მკაფიო პრეზიდენტ პუტინთან. ვუთხარი, რომ შეგვეძლო უფრო შორსაც წასვლა, მაგრამ მე ეს არ ავირჩიე. მე ავირჩიე პროპორციული გზა. ამერიკის შეერთებული შტატები არ ცდილობს გაამწვავოს დაძაბულობა და კონფლიქტი რუსეთთან”, – განაცხადა ბაიდენმა დაწესებული სანქციების შემდეგ გაკეთებულ პრესკონფერენციაზე.

მან ასევე მხარი დაუჭირა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. “ახლა დეესკალაციის დროა”, – თქვა ჯო ბაიდენმა.


რუსეთის ფედერაცია უარყოფს ყველა იმ ბრალდებას, რასაც მას ვაშინგტონი უყენებს, მათ შორის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას.

მასალების გადაბეჭდვის წესი