31 645 ტესტით COVID-19-ის 1 077 შემთხვევა გამოვლინდა – 16 აპრილი

16 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 31 645 ტესტი ჩატარდა, საიდანაც ვირუსი 1 077 ადამიანს დაუდასტურდა. დადებითობის დღიურმა მაჩვენებლმა კი 3.4% შეადგინა.

მათ შორის 20 727 კვლევა ანტიგენის ტესტით, 10 918 კი  PCR ტესტით ჩატარდა.

ბოლო 14 დღის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელია 2.77%, ხოლო 7 დღის -2.04%.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 8 ადამიანი გარდაიცვალა, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი- 3 916.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულ პაციენტებს, 16 აპრილის მონაცემებით, 442 პირი გამოჯანმრთელდა და საერთო რაოდენობა 279 831-მდე გაიზარდა.

ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

საკარანტინო სივრცეებში 331 ადმაიანია მოთავსებული, მათ შორის 249- თბილისში და 4- აჭარაში. თვითიზოლაციაში ამ ეტაპზე 15 263 ადამიანია მოთავსებული.

6 ოქტომბრიდან 15 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია  24 380 პირი.