როიტერის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აპირებს, რომ გამოსცეს ბრძანება, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მისცემს საშუალებას, შემოიღოს სანქციები რუსეთის ეკონომიკის ნებისმიერი სექტორის წინააღმდეგ და გამოიყენოს ის [ბრძანება], რათა შეზღუდოს რუსეთის შესაძლებლობა, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვით მიიღოს სახელმწიფო ვალი.
როიტერის წყაროს ცნობით, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობს და ანონიმურად რჩება, თეთრი სახლის ადმინისტრაცია ამ გადაწყვეტილებას 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსული ჩარევის საპასუხოდ იღებს.
მისივე ცნობით, ბაიდენი გეგმავს, რომ ამერიკულ ფინანსურ ისტიტუტებს 14 ივნისიდან აუკრძალოს მონაწილეობის მიღება რუსული რუბლით დომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქახალდების [ბონების] შეძენისთვის მოწყობილ პირველად ბაზრებზე.
როიტერის თანახმად, აღნიშნული გადაწყვეტილება არის ნაწილი სანქციების უფრო გრძელი სიისა, რომელსაც თეთრი სახლი გეგმავს, რათა რუსეთი აიძულოს, გადაიხადოს ფასი მისი დამაზიანებელი მოქმედებებისთვის, როგორიცაა არჩევნებში ჩარევა, კიბერ-დანაშაული, ქიმიური იარაღის გამოყენება და ცნობები იმის შესახებ, რომ რუსეთმა თალიბანს შესთავაზა ამერიკელი ჯარისკაცების მოკვლის სანაცვლოდ სხვადასხვა სიკეთეები.
ამავე წყაროს მიხედვით, სანქციები ასევე მოიაზრებს დაახლოებით 30 ბიზნესობიექტის შავ სიაში შეტანას და დაახლოებით 10 რუსი ოფიციალური პირის ამერიკიდან გაძევებას.
რუსეთი უარყოფს ამერიკის არჩევნებში ჩარევას, ამერიკულ კომპანია “სოლარვინდზე” თავდასხმასა და რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლას. ასევე, კავშირს თალიბანთან.
ბონების პირველად ბაზრებზე ამერიკულ ინსტიტუტებს რუსული ფასიანი ქაღალდების შეძენა, რომლებიც არ იყო რუბლით დომინირებულნი, ჯერ კიდევ 2019 წლიდან ჰქონდათ აკრძალული. მსგავსი შეზღუდვა არ ვრცელდება მეორეულ ბაზრებზე.