არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამერიკელ სენატორებს წერილით მიმართეს საქართველოში არსებული კრიზისის თაობაზე . წერილში, რომელიც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარის, სენატორ ჯინ შაჰინისა და სენატორ რონ ჯონსონის სახელზეა გაგზავნილი, ნათქვამია, რომ შექმნილი ვითარების გახანგრძლივება ხელს მხოლოდ კრემლს აძლევს.
მათი თქმით, იმ ფონზე, როცა ქვეყანა სერიოზული გეოპოლიტიკური საფრთხეების წინაშე დგას, კრიზისის დაძლევა და ქვეყნის დემოკრატიის შემდგომი განვითარება მნიშვნელოვანი ფაქტორებია საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სწრაფად გაწევრიანებისთვის.
ორგანიზაციები წერილში აღნიშნავენ, რომ “ამჟამად საქართველო ღრმა პოლიტიკურ კრიზისს განიცდის”.
“გასული წლის შემოდგომაზე გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ოპოზიციამ ვადამდელი არჩევნები მოითხოვა და პარლამენტის ბოიკოტირება გადაწყვიტა, რის შედეგადაც მივიღეთ ფაქტობრივად ერთპარტიული საკანონმდებლო ორგანო, რომელსაც „ქართული ოცნება“ აკონტროლებს. თებერვალში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გადაწყვიტა დაეპატიმრებინა უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, რის შედეგადაც პოლიტიკური ჩიხი სრულმასშტაბიან კრიზისად გადაიქცა. სასამართლოს, ანტიკორუფციული პოლიტიკისა და არჩევნების სფეროებში მრავალი წარუმატებელი რეფორმის პარალელურად, მმართველი ელიტის უარმა, რომ ძალაუფლება და პასუხისმგებლობა ოპოზიციასთან გაენაწილებინა, ხელისუფლების ყველა შტოში ერთი პარტიის დომინირება გამოიღო შედეგად. ვფიქრობთ, რომ ამ ყველაფრის უკან საკვანძო სახელმწიფო ინსტიტუტებზე მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური გავლენა დგას. ივანიშვილს არ აქვს რაიმე ოფიციალური თანამდებობა, თუმცა, როგორც ჩანს, სწორედ ის იღებს ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის ძირითად საკითხებსა და პრიორიტეტებზე, მათ შორის რეფორმებსა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ასევე საკადრო პოლიტიკაზე, პრემიერ-მინისტრის შერჩევის ჩათვლით. მეორე მხრივ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აგრეთვე ახდენს გავლენას ენმ-ის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებებზე, რაც ასევე ართულებს პროცესს”, — ნათქვამია წერილი.
ორგანიზაციების განცხადებით, ამ კრიზისის დასასრულებლად “ქართული ოცნება” უნდა დათანხმდეს ძალაუფლების განაწილებას, უარი თქვას “არადემოკრატიულ ქმედებებზე, მათ შორის პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებზე, და აიღოს კონკრეტული გადაუდებელი რეფორმების განხორციელების ვალდებულება”.
“გამოხატავენ რა მადლიერებას სენატში საქართველოს საკითხზე 23 მარტს გამართული მოსმენისა და ზოგადად, დემოკრატიის მშენებლობის გზაზე საქართველოს მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ამერიკელ სენატორებს დახმარებას თხოვენ შემდეგი მიზნების მიღწევაში:
წერილის ხელმომწერი ორგანიზაციები არიან: