სამშენებლო ობიექტზე მიწის ჩამოშლის გამო თბილისის მერიამ სამუშაოები შეაჩერა

ვაკეში, ბაგებში, “მეტრა დეველოპმენტის” სამშენებლო ტერიტორიაზე მიწის მასა ჩამოიშალა. როგორც თბილისის მერიაში ნეტგაზეთს უთხრეს, მიწის მასის ჩამოშლის გამო სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია. უწყების ცნობითვე, მშენებლობა შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე ხორციელდებოდა.

“მეტრა დეველოპმენტს წარმოდგენილი ჰქონდა სავალდებულო საექსპერტო შეფასებები, მათ შორის, გეოლოგიური დასკვნა, თუმცა ფერდობის ერთ მონაკვეთში, კლდოვანი ფენის ქვეშ, აღმოჩნდა თიხნარი. ამ ეტაპზე სამუშაოები შეჩერებულია, გეოლოგები შეისწავლიან ადგილზე ვითარებას და მათი დასკვნის საფუძველზე დაიგეგმება შემდგომი ღონისძიებები”, —აცხადებენ მერიაში.