13 აპრილი: კორონავირუსის 1374 შემთხვევა გამოვლინდა, 11 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 1 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 11 ადამიანი გარდაიცვალა. StopCov-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ახალი შემთხვევები 37 524 კვლევის საფუძველზე გამოვლინდა, მათ შორის 28 078 ანტიგენის, 9 446 კი PCR ტესტი იყო.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3.66%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.46%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.58% იყო. კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 290 129-მდე გაიზარდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი ვირუსს, ჯამში, 3 894 ადამიანი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 958-ი, მათგან 2 445 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.