ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ვაქცინა მხოლოდ რუსი სამხედროებისთვის შეიტანეს

13 აპრილი, 2021 • 1090
აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ვაქცინა მხოლოდ რუსი სამხედროებისთვის შეიტანეს

სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, სადაც დე ფაქტო ხელისუფლება და მოქალაქეები ამ დრომდე ელოდებიან რუსეთიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, რუსული სამხედრო ბაზების თანამშრომლებისა და მათი ოჯახების ვაქცინაციის პროცესი უკვე დასრულდა. ამის შესახებ ოსური სააგენტო რესი ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

დე ფაქტო რესპუბლიკებში, მიუხედავად არაერთი დაპირებისა, ამ დრომდე არ დაწყებულა რუსული სპუტნიკ V-ით მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესი.

ვაქცინებთან დაკავშირებით თბილისის შეთავაზებაზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობებმა უარი განაცხადეს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი