საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მან უკვე მიმართა ქალაქის მერსა და ცენტრალურ მთავრობას, რათა შეიქმნას საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა მემორიალი ვაკის პარკში.
“დღეს გაიგზავნა წერილი თბილისის მერთან და იმ მინისტრებთან, რომლებიც არიან ამაზე პასუხისმგებელნი, იმისათვის, რომ 100 წლისთავზე ჩვენ შევქმნათ მემორიალი ვაკის პარკში, იმისთვის, რომ ყველა, ვინც იბრძოდა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფორმით საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, მათთვის იყოს ადგილი მიკუთვნებული.
ეს იქნება ადგილი, სადაც ყველა შეძლებს, რომ მათ პატივი მიაგონ, სადაც საშუალება გვექნება, რომ ჩვენს ახალგაზრდა თაობებს ვასწავლოთ ამ 100 წლის ბრძოლების ისტორია და როდესაც ჩამოვლენ ჩვენი უცხოელი სტუმრები, ცოტა უფრო ღირსეულად მივიყვანთ პატივის მისაგებად”, – განაცხადა ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
ღონისძიებაზე პრეზიდენტმა დათა ვანიშვილი გარდაცვალების შემდეგ “თავდადების მედლით” დააჯილდოვა. მან ასევე მიუსამძიმრა ენგურის ტრაგედიის დროს დაღუპული მოქალაქეების ოჯახის წევრებს.