ზურაბიშვილმა დათა ვანიშვილი გარდაცვალების შემდეგ თავდადების მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე  დათა ვანიშვილი გარდაცვალების შემდეგ დააჯილდოვა მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“.

“ეს არის ნიშანი ჩვენი უდიდესი პატივისცემისა და ჩვენი იმედისა, რომ ამ სიტუაციას გადავლახავთ, საქართველო გამთლიანდება და ასეთი ადამიანები საკუთარ სოფელში მშვიდად იქნებიან და აღარ იქნება აუცილებლობა, რომ ამ უსამართლობას გაუძლონ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა სამოქალაქო თავდადების მედალი გარდაცვლილის ოჯახის წევრებს გადასცა.

დათა ვანიშვილის სახლი სოფელ ხურვალეთში, გამყოფი ხაზის მიღრმა მდებარეობს. მისი გარდაცვალებისას საქართველოს მთავრობის წევრებმა განაცხადეს, რომ იგი ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლო იყო.