ახალი ამბები

დედოფალ ელისაბედის მეორის ქმარი, პრინცი ფილიპი გარდაიცვალა

9 აპრილი, 2021 • 1178
დედოფალ ელისაბედის მეორის ქმარი, პრინცი ფილიპი გარდაიცვალა

პრინცი ფილიპი, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ მეორის მეუღლე, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ბუკინგემის სასახლე ავრცელებს.

პრინცი ფილიპი პრინცესა ელისაბედზე 1947 წელს დაქორწინდა — 5 წლით ადრე, სანამ  დედოფალი გახდებოდა.

სამეფო წყვილს 4 შვილი, 8 შვილიშვილი და 10 შვილთაშვილი ჰყავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი