9 აპრილი: გამოვლინდა კორონავირუსის 777 შემთხვევა, 9 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში კოროანვირუსის 777 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 9 ადამიანი გარდაიცვალა. StopCov-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ახალი შემთხვევები 36 578 კვლევის საფუძველზე გამოვლინდა, რომელთაგან 24 438 ანტიგენის, 12 140 კი PCR ტესტი იყო.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 2.12%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.09%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.47%. ქვეყანაში  კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 287 183-მდე გაიზარდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი ვირუსს, ჯამში, 3 858 ადამიანი ემსხვერპლა.

ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 6 873-ია, მათგან 2 129 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.