ახალი ამბები

სამწუხაროა, რომ ჩვენი განცხადება შერჩევითად აღიქვეს საქართველოში – ვიოლა ფონ კრამონი

7 აპრილი, 2021 •
სამწუხაროა, რომ ჩვენი განცხადება შერჩევითად აღიქვეს საქართველოში – ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტის წევრის, ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, იმედგაცრუებულია იმით, რომ 7 ევროპარლამენტარის მიერ გავრცელებული განცხადება, რომელშიც ქართველ პოლიტიკოსებს დიალოგისკენ მოუწოდებენ, შერჩევითად იქნა აღქმუნილი პოლიტიკური ჯგუფების მიერ.

“ჩვენი საერთო განცხადება არ იყო ცალმხრივი, არამედ ჩვენ ვცადეთ, რომ ყოფილიყო ნამდვილად დაბალანსებული. ძალიან სამწუხარო და იმედის გამაცრუებელია ის, რომ საქართველოში პოლიტიკურმა ჯგუფებმა ძალიან შერჩევითად გამოიყენეს ეს განცხადება.

მათ ეს გამოიყენეს იმ მიმართულებით, როგორაც არ ყოფილა ნაგულისხმები”, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს ინსტიტუტის მიერ მოწყობილი დისკუსიის დროს.

მისივე განცხადებით, “შესაძლოა ეს განცხადება დაგვიანებულიც კი იყო”, იმისათვის, რათა ევროპარლამენტარებს გამოეხატათ, თუ როგორი იმედგაცრუებულნი იყვნენ საქართველოში მიმდინარე პროცესებით.

“ეს არის მხოლოდ დასაწყისი. ჩვენ ნათქვამი გვაქვს, რომ გვსურს მხარი დავუჭიროთ საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე, მაგრამ ჩვენ გვჭირდება პარტნიორები საქართველოში, რომლებიც მზად იქნებიან გაითავისონ ჩვენი მხარდაჭერა და განახორციონოლ ის, რასაც ჩვენ ვთავაზობთ, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერის კუთხით. მაგრამ ბოლო თვის განმავლობაში ვნახეთ, თუ ვალდებულებების რა დაბალი დონე იგრძნობოდა ქართულ პოლიტიკურ არენაზე”, – განაცხადა მან.

მისივე განცხადებით,  თავიდანვე არ უჭერდა მხარს ოპოზიციის ბოიკოტს.

“მე არ ვიყავი ბედნიერი ოპოზიციის მიერ ბოიკოტის გამოცხადებით თავიდანვე, რადგან ისინი არც კი დაელოდნენ ეუთო/ოდირის საბოლოო შეფასებას. მათ არჩევნების ღამესვე გადაწყვიტეს, რომ შედეგებს ბოიკოტს გამოუცხადებდნენ, რაც ჩემთვის მიუღებელია.

“ჩვენ ამჟამად გვაქვს “ღარიბი” მართვა მმართველ გუნდში, თუმცა ამავე დროს ჩვენ გვაქვს მსგავსი პასუხისმგებლობა ოპოზიციურ მხარესაც და მე არასდროს დავიღლები, რომ ეს გავიმეორო”, – განაცხადა კრამონმა.

ევროპარლამენტარის განცხადებით, საქართველოს თემასთან დაკავშირებით განხილვები გაგრძელდება.


ქართველი ლიდერები არ უნდა ელოდნენ EU-სთან ურთიერთობის ჩვეულებრივ გაგრძელებას – ევროპარლამენტარები

მასალების გადაბეჭდვის წესი