ISFED-მა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა

“სამართლიანი არჩევნები”(ISFED) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს.

ორგანიზაციამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის, არჩევნების დღის, მეორე ტურისა და არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგი მთელი საქართველოს მასშტაბით განახორციელა.

მათი განცხადებით, არჩევნების დღე, ტექნიკური ადმინისტრირების თვალსაზრისით, ძირითადად კანონმდებლობის დაცვით წარიმართა. მათივე თქმით, კოვიდ-19-ის გავრცელების მასშტაბის მიუხედავად, არჩევნების დღეს უზრუნველყოფილი იყო ამომრჩეველთა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემო.

თუმცა, ISFED-ის შეფასებით, წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილმა ზეწოლა/მუქარა/მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტების სიმრავლემ, საარჩევნო კომისიებში მმართველი პარტიის დომინირებამ, კენჭისყრის შედეგების შეჯამების დროს შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებულმა დისბალანსმა და “მათზე რეაგირების ნაკლოვანმა პრაქტიკამ”, აგრეთვე, საარჩევნო დავების არასათანადოდ განხილვამ, მნიშვნელოვნად შეამცირა საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობა.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ საარჩევნო პროცესში შემდეგი ძირითადი მიგნებები გამოკვეთა: