7 აპრილი: კორონავირუსის 687 შემთხვევა გამოვლინდა, დადებითობის მაჩვენებელი 2.48%-ია

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 687  შემთხვევა გამოვლინდა, 8 ადამიანი კი გარდაიცვალა. StopCov-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ახალი შემთხვევები 27 713 კვლევის საფუძველზე გამოვლინდა, რომელთაგან 17490 ანტიგენის, 10223 კი  PCR ტესტი იყო.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.48%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.98%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.42%. ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 285 645-მდე გაიზარდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი ვირუსს, ჯამში, 3 840 ადამიანი ემსხვერპლა.

Covid-19-ის ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 232, საიდანაც 1 984 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.