კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი 2.48%-ია — 5 აპრილი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 211 კვლევა ტესტით, მათ შორის, 4 121 — ანტიგენის ტესტით და 5 090 — PCR ტესტით, რის შედეგადაც ინფიცირების 228 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 3 822 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.48 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.85 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.10 %.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 425 პირი, ხოლო გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 275 024-მდე გაიზარდა.

ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 228 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 189, საიდანაც 1 876 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 69 პირი.