უკანონოდ აშენებული 5 შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დავიწყეთ – მუნიციპალური ინსპექცია

მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, თბილისში, დიდ დიღომში, აღმაშენებლის ხეივნისა და დიღომი 8-ის ტერიტორიაზე უკანონოდ აშენებული რადემნიმე შენობა-ნაგებობისა და კონსტრუქციის დემონტაჟი დაიწყო.

უწყების თქმით, მოკლვევის შედეგად დადგინდა, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სამშენებლო სამართალდარღვევის ხუთი ფაქტი გამოვლინდა, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ორი თვის წინ მოკვლევა დაიწყო.