დიმიტრი გაბუნიამ პრეზიდენტის ადმინისტრაცია დატოვა

დიმიტრი გაბუნიამ, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობას იკავებდა, ადმინისტრაცია დატოვა.

პრეზიდენტის განკარგულება გაბუნიას გათავისუფლების შესახებ 31 მარტით თარიღდება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გაბუნიამ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

დიმიტრი გაბუნიას ნაცვლად პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი პირველი აპრილიდან თამარ ტყეშელაშვილი იქნება.