ახალი ამბები

ტურისტული სეზონის წინ, ამით საქართველო ზიანდება – ვოლოდინი პოზნერთან დაკავშირებულ ინციდენტზე

1 აპრილი, 2021 •
ტურისტული სეზონის წინ, ამით საქართველო ზიანდება – ვოლოდინი პოზნერთან დაკავშირებულ ინციდენტზე

რუსეთის დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი ეხმიანება გუშინ, 31 მარტს, თბილისში რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტ ვლადიმირ პოზნერთან დაკავშირებულ მოვლენებს.

მისი განცხადებით, “საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ რადიკალიზმი განსაზღვრავს ქვეყნის შიდა პოლიტიკას, რაც არაფერ კარგს არ მოიტანს”.

“თბილისში განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რა ღრმა კრიზისშია ქვეყანა”, – განაცხადა ვიაჩესლავ ვოლოდინმა სოციალურ ქსელ ტელეგრამის არხზე.

“ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ აზიანებს საქართველოს. საზაფხულო სეზონის წინ ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ როგორი საფრთხის შემცველია ჩვენი მოქალაქეებისთვის იქ ყოფნა”, – განაცხადა ვოლოდინმა.


რუსი ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოფრინდა.

მისი თქმით, ქვეყანაში საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნის მიზნით იმყოფებოდა. მასთან ერთად საქართველოს 40-მდე პირიც ეწვია.

პოზნერი თავდაპირველად სასტუმრო ვინოტელში იმყოფებოდა. მოგვიანებით იგი და მისი სტუმრები შსს-მ ავტობუსით სასტუმრო რუმსში გადაიყვანა, რომელიც გამთენიისას დაახლოებით 6 საათზე დატოვა.

პოზნერმა საქართველო დაგეგმილზე ადრე, დღეს, დაახლოებით 08:00 საათზე დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი