რუსი ჟურნალისტის, ვლადიმირ პოზნერის განცხადებით, რუსეთში “შესაძლოა, დაგეგმილზე ადრე დაბრუნდეს”.
მან ამის შესახებ რუსულ რია ნოვოსტს განუცხადა.
რუსი ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი საქართველოში დღეს ჩამოფრინდა.
მისი თქმით, ქვეყანაში საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნის მიზნით იმყოფება. მასთან ერთადაა 40-მდე სტუმარიც.
პოზნერი თავდაპირველად სასტუმრო ვინოტელში იმყოფებოდა. მოგვიანებით იგი და მისი სტუმრები შსს-მ ავტობუსით სასტუმრო რუმსში გადაიყვანა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და აქტივისტების განცხადებით, მან ქვეყანა უნდა დატოვოს, რადგან არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.