განათლების კომიტეტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი “ქართული ოცნებიდან” შალვა პაპუაშვილი განათლების კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს.

პარლამენტის პლენრულ სხდომაზე პაპუაშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე 83 ხმით არცერთის წინააღმდეგ დაამტკიცეს.

განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაყოფის პარალელურად, გაიყო პარლამენტში შესაბამისი კომიტეტებიც. კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ ელისო ბოლქვაძე აირჩიეს, განათლების კომიტეტს კი დღეიდან შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს.

მანამდე, პაპუაშვილი კულტურისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა.