“ცუდ სიგნალს გზავნის პარტნიორებთან” – ლანდსბერგისი მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულებაზე

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით “ტვიტერზე” განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ იმედგაცრუებულია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების ჩავარდნით:

“მადლობა კრისტიან დანიელსონს და ევროკავშირს საქართველოში მედიაციური მისიისთვის. ვწუხვარ და იმედგაცრუებული ვარ, რომ “ქართულმა ოცნებამ” და ოპოზიციამ შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლეს. ეს ცუდ სიგნალს გზავნის მეგობრებსა და პარტნიორებთან. გააზრების პერიოდია საჭირო”, – ამბობს გაბრიელიუს ლანდსბერგისი.

Grateful for @DanielssonEU and @eu_eeas for mediation mission in Georgia. Upset and dissapointed that Georgian Dream and opposition failed to reach an agreement. That sends a bad signal to friends and partners. A period of reflection is needed.

— Gabrielius Landsbergis (@GLandsbergis) March 31, 2021

ვროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიატორობით ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებას” შორის შეხვედრა 30 მარტს უშედეგოდ დასრულდა.

“ქართულმა ოცნებამ” მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულებაზე პასუხისმგებლობა ოპოზიციას დააკისრა, ოპოზიციამ – ხელისუფლებას.

ხელისუფლება და ოპოზიცია ისევ ვერ შეთანხმდნენ