სომხეთში წარმოებული ხელოვნური სუნთქვის აპარატები კლინიკურ კვლევებს გაივლის

სომხეთში წარმოებული ხელოვნური სუნთქვის აპარატები მზადაა კლინიკური კვლევებისთვის, სერტიფიცირებისა და წარმოებისთვის – ამის შესახებ სომხეთის მაღალტექნოლოგიური წარმოების მინისტრმა აკოპ არშაკიანმა ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დაწერა.

სომხეთში ხელოვნური სუნთქვის აპარატების წარმოება მთავრობისა და სომხეთის საინჟინრო ასოციაციის ერთობლივი პროექტის ფარგლებში 2020 წელს დაიწყო.