ჩატარდა კორონავირუსის 31 947 ტესტი, გამოვლინდა 616 ახალი შემთხვევა – 31 მარტი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 5 ადამიანი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 268 ადამიანი, ხოლო ჩატარდა 31 947 ტესტი კორონავირუსზე.

„რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.93 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.74 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.61 %“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

ახალი 616 შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:

„საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 270 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 159, ხოლო აჭარაში – 16. სულ, 6 ოქტომბრიდან  30 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია  23 905 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 165 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3 598 პირი, აჭარაში – 1 095, იმერეთში – 1079,“ – ამბობენ მთავრობაში.

საქართველოში კორონავირუსის 281 761 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 273167 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 778 გარდაიცვალა.