წულუკიანი: “ვიწყებთ ოსტატების რეესტრის შექმნას”

კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი “ოსტატების რეესტრის” შექმნას გეგმავს.

ამის შესახებ წულუკიანმა “იმედის დილაში” განაცხადა.

“ჯერ კიდევ “ვარდების რევოლუციის” დღიდან დაიწყო მოშლა იმ სტრუქტურებმა, რასაც ძეგლთა დაცვის სტრუქტურები და პროფესიონალიზმი ერქვა. რა თქმა უნდა, იქ რეფორმები საჭირო იყო, მაგრამ არა ნგრევის ფორმით. შესაბამისად, ჩვენ ძალიან მალე გამოვაცხადებთ, რომ ვიწყებთ ოსტატების რეესტრის შექმნას. ესენი არიან კირითხურო, ქვითხურო თუ სხვა მთელი ჩამონათვალია, მათ შორის, ზოგი ჩემთვისაც უცნაური ტერმინებისა და სიტყვებისა… მჭედელი არ ჰყავსო ქვეყანას, იძახიან, მაგრამ არიან ქვის ოსტატებიც და სხვა, რომელთაგან უნდა შევქმნათ რეესტრი და შემდეგ უკვე, სავარაუდოდ, 1 წლისთავზე მზად ვიქნებით, სამინისტრომ მათი სერტიფიცირების პროცესი წარმართოს”, – განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, “ყველა ძეგლს უნდა შეეხოს მხოლოდ ის ადამიანი, ვინც პროფესიონალია”, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაცია მიმდინარეობდეს და არა გარემონტება.