30 მარტი: კორონავირუსის 673 შემთხვევა გამოვლინდა, 8 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 673 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 8 ადამიანი კი გარდაიცვალა. რაც შეეხება დადებითობის დღიურ მაჩვენებელს, 29 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.19%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.69%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.6%.

მთავრობის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 30 751 კვლევა ჩატარდა, რომელთაგან 23 361 ანტიგენის, 7 390 კი  PCR ტესტი იყო. კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 281 145-მდე გაიზარდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი ვირუსს, ჯამში, 3 773 ადამიანი ემსხვერპლა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 4 447-ია. 

დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: