ახალი ამბები

ბრაკონიერებმა გადაშენების პირას მყოფი არწივი მძიმედ დაჭრეს – საბუკო

29 მარტი, 2021 •
ბრაკონიერებმა გადაშენების პირას მყოფი არწივი მძიმედ დაჭრეს – საბუკო

ბუნების კონსერვაციის ორგანიზაცია „საბუკო“ აცხადებს, რომ სოფელ მაღაროსთან ბრაკონიერებმა ბექობის არწივი დაჭრეს. ფრინველის ეს სახეობა გადაშენების პირასაა.

„მძიმე მდგომარეობის გამო ფრინველი თბილისში გადმოვიყვანეთ. რენტგენზე 7 ფინთიხი და არაერთი გამჭოლი ჭრილობა გამოჩნდა. სავარაუდოდ, ინდივიდი ერთი წლისაც არაა და რომელიმე თბილი ქვეყნიდან საგაზაფხულოდ დაბრუნდა საქართველოში“, – წერს ორგანიზაცია.

მათივე ცნობით, ეს ბექობის არწივზე ბრაკონიერობის მეორე შემთხვევაა, რომელიც ამ ტერიტორიაზე ფიქსირდება.

⚠️ ბრაკონიერის მიერ დაჭრილი ბექობის არწივი სოფელ მაღაროსთან, ველებზე ამ დილას იპოვეს და შეგვატყობინეს.

მძიმე…

Posted by Sabuko • Birdlife Georgia on Monday, 29 March 2021

„შესაბამის უწყებებს ვთხოვთ, გაამკაცრონ კონტროლი, განსაკუთრებით იმ ადგილებზე, სადაც წითელი ნუსხის ფრინველები მრავლად არიან“, – აცხადებს საბუკო.

მასალების გადაბეჭდვის წესი