გიორგი ბაქრაძე “ასტრაზენეკას” ვაქცინით აიცრა

ეკონომისტი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი და თამაშის “რა? სად? როდის?” მონაწილე, გიორგი ბაქრაძე “ასტრაზენეკას” ვაქცინით საჯაროდ აიცრა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ის ვაქცინაციის პოპულარიზაციის კაპანიის ფარგლებში აიცრა და მის მსგავსად სამინისტრო ასი ცნობილი ადამიანის აცრას გეგმავს. უწყების პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მათ ვინაობას ეტაპობრივად გაასაჯაროებენ და ყველა მათგანი “ასტრაზენაკას” ვაქცინით აიცრება.

დღეს, 29 მარტს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ასევე საჯაროდ აიცრა საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც.